რეზონანსი
30.09.2018

 (რეზონანსი) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე „მწვანე ბარათის" შევსების მსურველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს განცხადებაში 10 საყურადღებო ინფორმაციაა ჩამოთვლილი.

„1. რეგისტრაცია იწყება 3 ოქტომბერს 20:00 საათზე;

2. რეგისტრაცია მთავრდება 6 ნოემბერს, 21:00 საათზე;

3. რეგისტრაცია უფასოა;

4. უნდა დარეგისტრირდეთ მხოლოდ ამ გვერდზე: www.dvlottery.state.gov;

5. ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს, ვინაიდან დიდია თაღლითობის რისკი;

6. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ;

7. სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2019 წლის 7 მაისიდან გვერდზე: www.dvlottery.state.gov;

8. თუ სხვა ნებისმიერი გზით მიიღებთ მოგების შესახებ შეტყობინებას, ეს იქნება თაღლითობა და არ ენდოთ;

9. თქვენი მოგების შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რაიმე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა ავიამგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა;

10. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ოფიციალურ წარმომადგენლობას. აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოს US Embassy Tbilisi, Georgia", - წერია საელჩოს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც აშშ-ის „მწვანე ბარათის" მიღების წესი რთულდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×