რეზონანსი
30.09.2018

 ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაკარგულებს ეძებენ. მაშველები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს დროულად მიაგნონ. ამ ეტაპზე ოფიციალური პირები კვლავ 832 ადამიანის დაღუპვას ადასტურებენ. თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება, მაშინ, როდესაც მაშველები სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ დასახლებებში ჩააღწევენ.

რთული მდგომარეობაა ქალაქ პალუში, სადაც ორი სასტუმროსა და ერთი სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი. მაშველებმა რამდენიმე გადარჩენილის ამოყვანა შეძლეს.

თუმცა, საგანაგებო სიტუაციების სამსახურში არადამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე მაშველები ჯერ ვერ ჩადიან სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, სადაც 300 000 ადამიანი ცხოვრობს. მათი ვარაუდით, გარდაცვლილი შესაძლოა, ათი თასობით მოქალაქე იყოს.

7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ინდონეზიაში 28 სექტემბერს მოხდა. სტიქიამ ცუნამი გამოიწვია. ტალღების სიმაღლე 6 მეტრს აღწევდა. მთავრობა აცხადებს, რომ დაზარალებულების დასახმარებლად 37 მილიონ დოლარს გამოყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×