რეზონანსი
30.09.2018

 თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის თქმით, დედაქალაქში ორი სახის ტაქსი იქნება: A და B კატეგორიის. A კატეგორიის ტაქსის შემთხვევაში - ავტომობილს ექნება ტაქსის ნიშანი და ვიზუალურად აღქმადი იქნება, ტაქსის სადგომს უფასოდ გამოიყენებს და სხვა რიგი შეღავათებითაც ისარგებლებს; ხოლო მეორე, B კატეგორიის აღების შემთხვევაში - მძღოლს შეეძლება ქოლცენტრიდან მიიღოს ინფორმაცია ან პირადად კლიენტი დაუკავშირდეს (თუნდაც აპლიკაციის მეშვეობით) და ჩვეულებრივ გააგრძელოს ეს საქმიანობა.

ამასთან, როგორც მუმლაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში თქვა, B კატეგორიის ტაქსებს მანქანის ფერთან დაკავშირებით შეზღუდვა არ ექნებათ.

2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს თეთრი ფერის მანქანებით მოძრაობის ვალდებულება ექნებათ.

საკრებულომ ტაქსების რეგულაციის წესი 27 ივლისს დაამტკიცა. რეგულირების მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღება ტაქსის ფერსაც მიექცევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×