ჟურნალისტი თამო კეშელავა ფეისბუკის პირად გვერდზე ემოციურ მიმართავს აქვეყნებს:
„დღეს 36 წლის გოგო მოიტაცეს. გამოსასყიდს ითხოვენ, ბევრი არ არის, მაგრამ მაინც ასაგროვებელია.
საკუთარი ეზოდან მოიტაცეს, სავარაუდოდ, ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო. გამტაცებელი რამდენიმე იქნებოდა, სავარაუდოდ. 8 წლის შვილი ჰყავს სახლში.
გამოსასყიდს ააგროვებენ, არ დავეხმარებით, ისე ააგროვებენ, არც სახელმწიფო მივა და გადაუხდის, არც საპატრიარქო მიირბენს, არც რომელიმე ბიზნესმენი გამოჩნდება თვალსაწიერზე.
გადაიხდიან გამოსასყიდს და ამ გოგოს კი დააბრუნებენ სახლში, მაგრამ რა მოუვა ამ ორ დღეში მას და მის შვილს, მის ქმარს და ძმას რა მოუვა ამ ორ დღეში.
არის ასეთი სოფელი ხურვალეთი, 51 სოფელია კიდევ მისი მსგავსი, საზღვრის განაპირას - სადაც მიდიან და ადამიანებს საკუთარი ეზოდან იტაცებენ", - წერს ჟურნალისტი.