
ბათუმში, ერთ-ერთ დასახლებაში 22 წლის ახალგაზრდამ 55 წლის დედა დაჭრა. ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
"ბინაში ქალბატონი იწვა სისხლის გუბეში, იყო ძალიან დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი. თვითონ იჭერდა კისრის ჭრილობაზე ხელს. სამ წუთში, ჩვენ უკვე ვიყავით რეფერალურ კრინიკში. ქალის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია", - აცხადებს სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექთანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევის დეტალებზე ინფორმაცია გაავრცელა:
"აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. ბათუმში დააკავეს.
როგორც "ამბებს" სამინისტროდან აცნობეს, ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.