რეზონანსი
29.09.2018

 (რეზონანსი) თვითმხილველების ინფორმაციით, ჭავჭავაძის ქუჩაზე გაჩერებულ მსუბუქ მანქანაში 50 წლამდე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში შენიშნეს და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი დაღუპული დახვდათ. ინფორმაციას "Ipresi" ავრცელებს.

მამაკაცის თანმხლებმა პირებმა განაცხადეს, რომ კაცი ტაქსის მძღოლი იყო, რამდენიმე საათის წინ დაიქირავეს და მგზავრები წნორიდან თელავში ჩამოიყვანა. შეთანხმების თანახმად, გარკვეული დრო უნდა დალოდებოდა მგზავრებს და შემდეგ ისევ უკან, წნორში წაეყვანა.

"კარგად ვიმგზავრეთ, ცუდად ყოფნის შესახებ არაფერი უთქვამს გზაში და არც ჩვენ შეგვიმჩნევია. საქმეზე ვიყავით შესული, ჩოჩქოლი და სასწრაფო დახმარების მანქანის ხმა რომ გავიგეთ, გამოვედით და ეს ამბავი დაგხვდა, მისი ვინაობაც კი არ ვიცით, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა", - განაცხადეს მგზავრებმა.

ამ დროისათვის მამაკაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. რა გახდა მისი გარდაცვაკლების მიზეზი, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×