რეზონანსი
29.09.2018

 (რეზონანსი) სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავდეს, - ამის შესახებ განცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

ინსპექტირების შედეგები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნებათ.

„დასრულდა სახელმძღვანელოების გრიფირების შესწავლა. უნდა ითქვას, რომ გრიფირების შედეგად 1-6 კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესში დაინერგა შინაარსობრივად და ვიზუალურად, ასევე ტექნიკურად მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები. ამის მიუხედავად, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვის ნიშნები და სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს დაევალა პროცესის სრულყოფილად შესწავლა. შედეგად გამოვლინდა არაერთი სხვადასხვა ხარისხის დარღვევა და ხარვეზი. თუმცა, ფინალურ ეტაპზე პროცესის შეჩერება ან გადავადება რისკის ქვეშ აყენებდა მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების გადაცემას სასწავლო წლის დაწყებამდე.

ვინაიდან გრიფირების პროცესში ჩართული ცალკეული სუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ცდება მათ უფლებამოსილებებს, ხოლო გამოვლენილ დარღვევებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინსპექტირების სამსახურის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს", - განაცხადა ეკატერინე მაჩიტიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×