რეზონანსი
29.09.2018

 (რეზონანსი) ქვეყანაში ფასები პროდუქტებზე, წამლებსა და საწვავზე გაიზარდა. ფასების ზრდას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადასტურებს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და პიკს, სავარაუდოდ, ახალი წლის დღეებში მიაღწევს, როცა სურსათზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზრდება.

ტაქსისტების თქმით, საწვავზე ფასების ზრდამ მათი ეკონომიკური მდგომაროება მკვეთრად გააუარესა. ისინი აქციზზე ფასების კლებასაც მოითხოვენ.

"თოკები დაარიგონ, ხოლო უფასოდ და ხალხი თავს ჩამოიხრჩობს და მოისვენებენ ეგენიც. გატყავდა ხალხი, აღარ აქვთ არაფრის საშუალება", - აცხადებს მოქალაქე "რუსთავი 2" - თან.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×