რეზონანსი
29.09.2018

 (რეზონანსი) 55 წლის ქალს, რომელიც გუშინ 22 წლის შვილმა დაჭრა, ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დროისთვის, საავადმყოფოში რჩება.

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ინფორმაციით, ქალი პოსტოპერაციული მკურნალობისთვის პალატაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წერეთლის ქუჩაზე, 22 წლის ბიჭმა საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დედას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ყელის არეში იყო დაჭრილი.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×