რეზონანსი
29.09.2018

 (რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხურვალეთიდან, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 37 წლის ქალი, მაია ოთინაშვილი გაიტაცეს.

არსებული ცნობით, ოთინაშვილი გამყოფი ხაზის სიახლოვეს იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, დააკავეს და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის წარმომადგენლობა და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×