რეზონანსი
29.09.2018

 (რეზონანსი) თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატმა ალეკო ელისაშვილის განაცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა მას სთავაზობდა, რომ „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ყოფილიყო.

მისივე თქმით, დავით საგანელიძემ ძველი თბილისის მაჟრიტარობასაც სთავაზობდა, რაზეც ასევე უარი განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა მთავაზობდა ვყოფილიყავი „ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ეს იყო 2011 წელს. უარი ვთქვი. შემდეგ უკვე საგანელიძე მთავაზობდა ვყოფილიყავი ძველი თბილისის მაჟორიტარი დეპუტატი, მაშინ უარი ვთქვი და ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი - თავი თუ შევინახე, შევინახე იმისთვის, რომ მქონოდა ამათი კონტროლის უფლება. „ნაციონალური მოძრაობა" კი საუბრობს დემოკრატიაზე, მაგრამ თვითონ რომ ხალხს სული ამოართვეს, როგორი დასაჯერებელია მათი?! ამიტომ საკრებულოში „ნაციონალური მოძრობა" კრიტიკას რომ იწყებდა, ცხრა წელიო იწყებდნენ და მე ვერანაირ ცხრა წელს გამიხსენებდნენ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „7VS1" .

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×