(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავა.
უფრო კონკრეტულად კი, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 3 პირი: 1993 წელს დაბადებული ს.ს., 1995 წელს დაბადებული თ.გ. და 1996 წელს დაბადებული ა.ზ., თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე დააკავეს.
ს.ს. და თ.გ. აკაკი წერეთლის გამზირზე დააკავეს. პოლიციამ, ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „ექსტაზი" და „ამფეტამინი" ამოღო. ა.ზ. კი დაკავებულია ცაბაძის ქუჩაზე. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, სავარაუდოდ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.