რეზონანსი
29.09.2018

 (რეზონანსი) მომავალი წლიდან მაშველთა რიგებში ქალებიც იქნებიან. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა შალვა ხუციშვილმა ბათუმში 112 მაშველის დაჯილდოებისას განაცხადა.

მისი თქმით, მაშველებისთვის ანაზღაურების გაზრდაც იგეგმება.

ბათუმში ის მაშველები დააჯილდოვეს, რომლებმაც შტორმის დროს ადამიანები გადაარჩინეს. მაშველებს სიმბოლურად სიგელები და საჩუქრები გადასცეს. მათ ტურისტულ სეზონზე 400-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

„სიმბოლურად დავაჯილდოვეთ მაშველები, რომლებმაც განსაკუთრებით მძიმე პერიოდში შეძლეს ადამიანების გადარჩენა. მომავალი წლიდან იქნება სიახლე, რომ გაუმჯობესდება მაშველთა სოციალური პირობები, სამსახურის აღჭურვილობა და შეიქმნება გარემო, რომელიც მიმზიდველი იქნება ქალებისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ქალი მაშველი ვიხილოთ ბათუმის სანაპიროზე", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×