რეზონანსი
29.09.2018

 (რეზონანსი) "ევროპული საქართველო" საპრეზიდენტო კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან დებატებს თანხმდება.

პარტიის წევრის გიგა ბოკერიას თქმით, სალომე ზურაბიშვილსა და დავით ბაქრაძეს შორის გამართული დებატების ნახვის შემდეგ, საზოგადოება არჩევნებისთვის უფრო გააქტიურდება და დავით ბაქრაძის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.

„რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ დებატებში მონაწილეობას. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს დათო ბაქრაძეს და სალომე ზურაბიშვილს შორის დებატებს, მით უფრო მეტი ადამიანი მოვა არჩევნებზე, რომ ზურაბიშვილმა ადმინისტრაციული რესურსით არ მოიგოს ეს არჩევნები და მით უფრო მეტი ადამიანი მისცემს ხმას, რომ ის გახდეს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტები "ძალა ერთობაშიას" და "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატები დეპატებში გამოიწვია. ზურაბიშვილის შეთავაზებას გრიგოლ ვაშაძეც დათანხმდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×