(რეზონანსი) გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ოპონენტები დებატებზე მიიწვია. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ის მზად არის ნებისმიერ არხზე დებატებისთვის.
"საქართველოში ბნელეთის ძალები და ბნელეთის მოციქულები საქართველოს მოქალაქემ, საქართველოს მოსახლეობამ, ერმა და ბერმა იცის ერთი, ეს არის „ქართული ოცნება," ამიტომ ივანიშვილს თუ იწვევს დებატებზე დიდი სიამოვნებით ვუყურებ ჩვენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე როგორ შეხვდება ორი ბნელეთის მოციქული.
"დიდი სიამოვნებით, სადაც იტყვიან, როდესაც იტყვიან, რასაც იტყვიან, სიამოვნებით შევხვდებით ყველა საქართველოს ეროვნულ ტელეარხს და აბა ვნახოთ, თუ ეყოფა ე.წ. "ქართული ოცნების" ხელდასმულ ე.წ. კანდიდატს გამბედაობა, მოვიდეს ყველა ეროვნულ არხზე," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.