ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მსურველები რეგისტრაციას 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე შემდეგ სერვის ცენტრებში გაივლიან:
• ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში არსებული სერვის ცენტრი – შარტავას ქუჩა N7
• ვაკის სერვის ცენტრი – თამარაშვილის ქუჩა N10ა
• გლდანის სერვის ცენტრი – დ. სარაჯიშვილის ქუჩა N1გ
• ისნის სერვის ცენტრი – ნავთლუღის ქუჩა N8/1
• დიდუბის სერვის ცენტრი – რობაქიძის გამზირი N2
• სამგორის სერვის ცენტრი – მოსკოვის გამზირი N14
• კრწანისის სერვის ცენტრი – ორთაჭალის ქუჩა N4, II სართული, საუბნო განყოფილების შენობა
• მთაწმინდის სერვის ცენტრი – ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N48
• ჩუღურეთის სერვის ცენტრი – ზაზიაშვილის ქუჩა N2, დადიანის ქუჩა N1 (არმისული ქარვასლასთან, საუბნო განყოფილების შენობა)
• საბურთალოს სერვის ცენტრი – ა. მიცკევიჩის ქუჩა N29
• ნაძალადევის სერვის ცენტრი – გურამიშვილის გამზირი, N16 კორპუსის მიმდებარედ
აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე ტაქსებს 1 ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება.