რეზონანსი
29.09.2018

 ლანჩხუთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი, ლადო აფხაზავა ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს სატვირთოს შუა გზაში საბურავი აქვს მომძვრალი. პედაგოგი წერს, რომ გუშინ მომხდარის გამო სამი მოსწავლე სიკვდილს სასწაულად გადაურჩა:

"ამ საბურავმა, ჩიბათის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე ლამის იმსხვერპლა. როცა ბავშვები მეშვიდე გაკვეთილი შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ და მათ გვერდით ახლოს აღნიშნულ ავტომანქანას საბურავი ავტომაგისტრალზე მოძრაობის დროს მოუძვრა. ბავშვები გადაადგილდებოდნენ და შემთხვევით გადარჩნენ. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა ადრე სოფელ ქვიანში მოხდა, რომელმაც მცირეწლოვანი იმსხვერპლა.

როგორც თვითმხილვევლები ჰყვებიან ავტომანქანა ნორმაზე მეტად იყო დატვირთული, რამაც გამოიწვია საბურავის დაზიანება. თუმცა აღნიშნული კომპანიის ავტომანქანებს ხშირად ვხედავთ ასეთ მდგომარეობაში. გთხოვთ ვისაც ეს ეხება უსწრაფესად მოგვარდეს და აღმოიფხვრას პრობლემები რათა ჩვენმა მოსწავლეებმა შეძლონ უსაფრთხო გადაადგილება", - წერს აფხაზავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×