რეზონანსი
29.09.2018

 თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კახა კალაძის მიერ გაკეთებულ კომენტარს ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივაზე გამოეხმაურა, რომელიც  კონსტიტუციაში ე.წ. ჭუჭუს წელვის აკრძალვას ეხება.

როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” განაცხადა, სამარცხვინოა რომ ამდენი პრობლემის ფონზე, კალაძე განცხადებებს აღნიშნულ საკითხზე აკეთებს.

„კალაძე და ჯაფარიძე რითიც არიან დაკავებულნი, იმაზე საუბრობენ ეს ორი დღეა. ქალაქის მერს სხვა სადარდებელიც უნდა ჰქონდეს ამ მონჯღრეულ ქალაქში, ვიდრე ჯაფარიძის ღლიცინ-მაიმუნობა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×