რეზონანსი
28.09.2018

 იუსტიციის სახლში ვითარება უცვლელია, სადაც ისევ სრული ქაოსია, რეესტრი მოქალაქეების მომსახურებას ისევ ვერ აუდის. ასობით ადამიანს გრძელ რიგში უწევს დგომა. ხალხმრავლობის მიზეზი ტაქსის ლიცენზიებია. 

„ასე არ შეიძლება გაგრძელება. ძალიან დიდი რიგია, დაგვცინიან, აბა რა არის ეს და გვამცირებენ. შიგნით უნდა შეხვიდეთ რა ხდება, მეორედ მოსვლა თუ აინტერესებს ეგ არის. ზედახორაა,“ - აცხადებენ მოქალაქეები.

იუსტიციის სახლში მისულები აცხადებენ, რომ რიგის ნომერს ერთი საათის განმავლობაში ელოდებოდა.

„საათში ერთხელ ხუთ რიგის ნომერს ამოიღებენ და დამთავრდა, რომ კითხო ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, უნდა ჩამოივანო ის წულუკიანი და დააყენო აქ,“ - განაცხადა მოქალაქემ.

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი, გივი აზაურაშვილი აღნიშნავს, რომ იუსტიციის სახლში რიგი გამოწვეულია იმით, რომ  მოქალაქეები ბოლო დღეს მივიდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×