რეზონანსი
28.09.2018

 (რეზონანსი) იუსტიციის სახლში ტაქსის მძღოლები ნებართვის ასაღებად რეგისტრაციას გადიან და დიდ რიგში უწევთ დგომა. ამის გამო იუსტიციის სახლში სრული ქაოსია.

გარდა ამისა, როგორც უწყებაში განმარტავენ, რეკორდული რაოდენობის მომხმარებელი იუსტიციის სახლს ორი სერვისის გამო ეწვია - ეს არის ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია.

„ორი კონკრეტული სერვისის გამო, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება, იუსტიციის სახლს დღეს რეკორდული რაოდენობის მომხმარებელმა მომართა", - ამბობენ იუსტიციის სახლში.

ტაქსის მძღოლები, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა არ ექნებათ, პირველი ოქტომბრიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან. მძღოლები ლიცენზიის აღებისთვის ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ.

მძღოლმა ერთწლიანი ნებართვის მისაღებად უნდა გადაიხადოს 100 ლარი, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში 50 ლარი, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ნებართვა უფასოა.

ამ დრომდე ტაქსით მომსახურების ნებართვა 8 ათასზე მეტმა მძღოლმა მიიღო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×