რეზონანსი
28.09.2018

 (რეზონანსი) საბერძნეთში 16 წლის შეზღუდული შესაძლებლობები მქონე გოგონა საკუთარმა მამამ გააუპატიურა, რის შედეგადაც მოზარდი დაორსულდა.

საზარელი ფაქტის შესახებ გუშინ გამომჟღავნდა, როდესაც საავადმყოფოში აუტანელი ტკივილებით გადაიყვანეს. დნმ-ის ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ სწორედ მისი მამა იყო ის, ვინც დააფეხმძიმა.

გამომდინარე იქიდან, რომ გოგონას ყველაფერში დახმარება სჭირდებოდა, მას არ შეეძლო ამ ამბის ვინმესთვის გამხელა. 16 წლის მოზარდი სპეციალურ სკოლაში დადიოდა. .

დნმ-ის ანალიზის შედეგები ათენის ლაბორატორიაში გადააგზავნეს, თავად მამაკაცი კი, რომელიც ალბანეთის მოქალაქეა, იტეაში დააპატიმრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×