რეზონანსი
28.09.2018

 (რეზონანსი) "ბავშვთა სამყაროს" ხანძარის შედეგად დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი "ბავშვთა სამყაროს" სისხლის სამართლებრივ პასუხისგებლობას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

„წელიწადი და 8 თვეა ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ. ბიძინა ივანიშვილმა არ იცის რატომ დაიწვა, როგორ დაიწვა და ვინ დაწვა? ბიძინა ივანიშვილის გამოისობით მთელი საქართველო არის ამ მდგომარეობაში,"-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სალომე ზურაბიშვილის გამოსახულებით და წარწერით "მოღალატე" პლაკატებიც აქვთ მიტანილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×