რეზონანსი
28.09.2018

 საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და შეერთებული შტატების საელჩოს შორის დახურული მიმოწერის მოსკოვში აღმოჩენის საკითხს, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს თქმით, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, შესაძლოა, საქართველოშიც კიბერშეტევა განხორციელდა და ინფორმაცია მედიასაშუალებებმა ჰაკერული წესით მოიპოვეს.

„გამიჭირდება ექსპერტული შეფასება გავაკეთო, მაგრამ მე რაც საინფორმაციო სივრცეში გამიგია, ასეთი კიბერთავდასხმები და ინფორმაციის არალეგალური მოპოვება სამწუხაროდ იშვიათი არაა დღევანდელ დღეს და მე ვფიქრობ რომ იგივე სცენარი განვითარდა აქაც. ეს საბუთები რაცაა, ეს არის საქმიანი მიმოწერა და ამის უკან არაფერი დგას", - განაცხადა სერგეენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×