რეზონანსი
28.09.2018

 როგორი იქნება საქართველოს პოზიცია უკრაინის  ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ამ დრომდე უცნობია. პროგნოზების გაკეთება უჭირს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თანაშემწეს, დეკანოზ ანდრიას. მისი თქმით, საქართველო ამ საკმაოდ რთულ განხილვებში არ მონაწილეობს.

"უთანხმოება ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ორ დიდ ეკლესიას შორის, თითოეულ მათგანს აქვს თავიანთი ლოგიკა. ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას ამ მსჯელობებში.  უკრაინის საეკლესიო ცხოვრებაში არის ძალიან ბევრი სირთულეები და ამიტომ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია“, - განაცხადა კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თანაშემწე მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×