რეზონანსი
27.09.2018

 ბაკურიანში, ერთ-ერთ სასტუმროში, აზერბაიჯანის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.  შემთხვევა დღეს მოხდა. გოგონა საერთაშორისო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ კულტურას წარმოაჩენდნენ.  ახალგაზრდა ქალი ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. 

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის - სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მუხლით დაიწყო. 

გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება და სიკვდილის მიზეზის დადგენის შემთხვევაში, საქმე შეწყდება ან გადაკვალიფიცირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×