რეზონანსი
27.09.2018

 ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აქციაზე რამდენიმე პირის დაჭერასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"კუპატაძე!!! ჯერ კანონის დაცვა შენ ისწავლე და შენს ლეკვებს ასწავლე სანამ დრო გაქვს. ჭკუას მოუხმე ჯობია შენი მომავალი ცხოვრებისთვის", – წერს სარალიძე სოციალუ ქსელში.

დღეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძე თანაუგრძნობა გამოუცხადა დაღუპული არასრულწლოვნების მამებს და გაიზიარა მათი ტრაგედია, თუმცა აცხადებს, რომ ეს მათ მხარდამჭერებს არ აძლევს უფლებას, პოლიციას წინააღმდეგობა გაიწიონ და შეურაცხყოფა მიაყენონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×