რეზონანსი
27.09.2018

 ყველას აინტერესებს რა შეიცვლება პირველი ნოემბრიდან იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სესხის აღება სურს. ბრძანება რომელიც ძალაში 1 თვეში შევა სესხების გაცემისას დამეტებით შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ: 

1. იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი;

2. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება;

3. ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი;

4. ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს;

ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია 6 საშემოსავლო საფეხური. წარმოდგენილია კოეფიციენტები არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის. საფეხურები, ეროვნული ბანკის მიხედვით ასე გამოიყურება: 

1. თვეში 10000 ლარზე მეტი - ბანკი თავისი შიდა პოლიტიკის მიხედვით ადგენს სესხსა და პირის შემოსავალს შორის ბალანსს; 

2. თვეში 7000-10000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 30%, ანუ 3000 ლარამდე; 

3. თვეში 5000-7000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 25%, ანუ 1,750 ლარამდე; 

4. თვეში 3000-5000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 1000 ლარამდე; 

5. თვეში 1000 -3000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 600 ლარამდე; 

6. თვეში 1000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 200 ლარამდე;

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×