რეზონანსი
27.09.2018

 (რეზონანსი) ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ვაჟა კაკაბაძე ორწლიანი დაკვირვების შედეგად სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, შავ ზღვას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება, რამაც შეიძლება საქართველოს გარდა, თურქეთი, საბერძნეთი, უკრაინა და რუსეთის სამხრეთი რეგიონები დააზარალოს. მეცნიერის განმარტებით, აფეთქების სიმძლავრე აირის დაგროვების მასაზეა დამოკიდებული.

ვაჟა კაკაბაძე:

"ჟანგბადის სფერო შავ ზღვაში შემცირდა. ცნობილია, რომ შავ ზღვაში ჟანგბადით მდიდარი ზედა ფენის ქვემოთ სიღმისეული ფენები უჟანგბადო ზღვის წყლითა წარმოდგენილი, რომელიც გაჯერებულია წყალში გახსნილი გოგირწყალბადით. უჟანგბადო წყლის ზონა იწყება 90-160 მ. სიღრმიდან და შეადგენს ზღვის სრული მოცულობის დაახლოებით 87 %. ბოლო 20 წლის განმავლობაში გოგირდწყალბადის ფენა 20-25 მ-ით აიწია. ეს ნეგატიური ტენდენცია დაადასტურა 2016 წლის კვლევებმაც. ამასთან ჟანგბადით გაჯერებული წყლის ზედა ფენის სიდიდე არაერთგვაროვანია ზღვის სხვადასხვა მონაკვეთზე. არის მთელი რიგი ზღვის დინებები კონტინენტური ფერდობის გასწვრივ, დასავლეთის და აღმოსავლეთის ღია ზღვის ციკლონური წრებრუნვით. ამ წრებრუნვების ცენტრებში დადგენილი ჟანგბადოვანი ფენის ქვედა ზღვარი უკვე 54 მ. სიღრმეზეა ამოსული. აღნიშნული ასევე დასტურდება ამ სიღრმეებზე მოპოვებულ სინჯებში ანაერობული ბაქტერიების სიჭარბით.

ზღვის წყალში, ფსკერის დანალექებში, მოლუსკებსა და თევზში გაანალიზებული იქნა 2100-მდე დამაბინძურებელი ნივთიერების არსებობა და კონცენტრაცია. ამ მიმართულებით კვლევის ძირითადი მიზანი იყო, დადგენილიყო შავი ზღვისათვის სპეციფიკური დამაბინძურებელ ნივთიერებათა ნუსხა. აღნიშნულ 2100 ნივთიერებაში შევიდა ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი პრიორიტეტული დამაბინძურებლები, რომელთა კონტროლის ვალდებულება კანონმდებლობის მოთხოვნებით აქვს აღებული ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას. ასევე ის დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომლებიც აღმოჩენილ იქნა ბოლო დროინდელ კვლევებში და რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. ასე მაგალითად: ფარმაცევტული პრეპარატები, პესტიციდები, ბიოციტები, ცეცხლსაქრობი ნივთიერებები, საწარმოო ქიმიკატები და მათი დაშლის პროდუქტები. უმეტესობა მათგანი ნახშირწყლებია და მათი კონცენტრაცია ხშირ შემთხვევაში აჭარბებდა ტოქსიკურობის ზღვარს. პერფორირებული ნივთიერების РFOS დიდი რაოდენობა, რომელთაც ახასიათებს ბიოლოგიურ ორგანიზმებში (მათ შორის ადამიანშიც) დაგროვების თავისებურება, დაფიქსირებული იქნა მდ. დუნაის შესართავში.ეს ნივთიერება პირველად მდ. დუნაის შესართავში აღმოჩენილ იქნა ანალოგიური ერთობლივი კვლევების წამოებისას 2013 წელს. თევზის ქსოვილებში აღმოჩენილ იქნა ორგანიზმისათვის ტოქსიკური სხვა ნივთიერებებიც: ვერცხლისწყალი და დიოქსინები. პესტიციდების მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს სანაპირო წყლებში, არამედ ღია ზღვაშიც. ყველა შესაძლო 2100 დამაბინძურებლიდან შავ ზღვაში ნანახი იქნა 145 ნივთიერება. სინჯების დამუშავების შედეგებმა საქართველოს სანაპიროს წყლებში აჩვენა ნივთიერებები , რომლებიც ხვდება ზღვაში ზღვის სატრანსპორტო საშუალებებიდან, კერძოდ - პოლიარომატული ნახშირწყლები .შავი ზღვისათვის საშიშ ნივთიერებათაგან ასევე დაფიქსირდა: პესტიციდები- იმიდაკლოპრიდი , დენოტერბი და მეტაქლორი (სასოფლო-სამეურნეო ჰერბიციდები), ლინდანი (ინსექტიციდი) და ფიპრონილი (ფართო პროფილის ინსექტიციდი, განსაკუთრებით საშიში თევზებისათვის და ფუტკრებისათვის). ზღვის წყალში ასევე დაფქსირდა ისეთი ფარმაკოლოგიური პრეპარატები, როგორიებიცაა ადენოცინი და ტელმისარტანი. გამოვლენილ იქნა საწარმოო პროცესების შედეგად მიღებული ქიმიური ნარჩენები: ბისფენოლი დიბუთილ ფთალატი და მონობუთილენი . ნივთიერება რომელიც წარმოადგენს გარუჯვის საწინააღმდეგო კრემის მთავარ შემადგენელ ნაწილს, ზღვის ორგანიზმებისათვის ზიანის მომტანი კონცენტრაციით იქნა დაფიქსირებული საქართველოს სანაპიროებთან. ორგანოფოსფატების ნაერთები- წარმოადგენენ აალების საწინააღმდეგო ახალი თაობის ნივთიერებებს და ფართოდ გამოიყენებიან ყოველდღიური მოხმარების საქონელში. ისინი აღმოჩენილი იქნა მონიტორინგის თითქმის ყველა სადგურზე ყველაზე მეტი აღნიშნული დამაბინძურებელი ნივთიერება დადგინდა დუნაის შესართავთან და აფხაზეთის მხარის ზღვის სანაპიროზე, ხოლო ერთჯერადი მაღალი კონცენტრაციები დაფიქსირდა მდ. დნესტრთან და საქართველოს სანაპიროზე".

წყარო: Alia.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×