რეზონანსი
27.09.2018

 (რეზონანსი) მთელი საქართველო შეძრა დიმიტრი ტატიშვილის გარდაცვალების ამბავმა. თბილისში ლეგენდასავით დარჩება ამბავი, რომ პაპანაქება სიცხეში ახალგაზრდა კაცმა კორპუსის ბავშვებს აუზი დაუმონტაჟა. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. გარდაცვლილის ცხედარი სახლში მისმა ძმამ იპოვა.

ახლობლებს არ სჯერათ, რომ დიმიტრიმ თავი მოიკლა. "მშობლები.ჯი"-სთან მისი მეგობარი, გიორგი სამხარაძე ამბობს:

"გაგიჟებული ვარ, ეს რა მოხდა, გული მეწვის, შოკირებული ვართ მთელი სამეგობრო, რა გითხრათ, არ ვიცი. სულ იცინოდა, შრომობდა, უდიდესი ადამიანი იყო, ძალიან მოსიყვარულე", - ამბობს გიორგი სამხარაძე. მისივე თქმით, დიმიტრის რამდენიმე წლის წინ ძმა ჰყავს გარდაცვლილი ავარიაში.

დიმიტრის სესახებ ფეისბუქში წერენ:

,,რა სისულელეა, რა თავის მოკვლა, ახალი ბიზნესისთვის ახალი მიწის ნაკვეთიც კი ვაპოვნინე და სანახავადაც კი იყო. რა ვალი!.. სირცხვილია, ხალხო".

,,გულში დანას როგორ ჩაირტყამდა? დიტოს სხვის ცხოვრებას ალამაზებდა და თავს როგორ მოიკლავდა!"

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×