რეზონანსი
27.09.2018

 (რეზონანსი) რუსთავის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რაც მანქანის განზრახ დაჯახებით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, საწვავის ჩასასხმელად მისულმა მძღოლებმა რიგის გამო იჩხუბეს. ამის შესახებ "ინფო რუსთავი" წერს.

თავდაპირველად მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი მანქანებიდან გადავიდნენ და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ბენზინგასამართ სადგურზე მყოფმა ადამიანებმა ისინი გააშველეს, თუცა როგორც კი ავტომობილში ჩასხდნენ, ერთ-ერთმა მოჩხუბარმა მეორეს, რომელიც ასევე მანქანში იჯდა, ავტომობილი დააჯახა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×