(რეზონანსი) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, მანანა რატიანის ინფორმაციით, 5 ათასზე მეტი პედაგოგი სტატუსს შეიცვლის.
მანანა რატიანის ინფორმაციით, პედაგოგების სტატუსებთან დაკავშირებული მაჩვენებელი ამ დროისთვის ასეთია:
უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა უკვე 3 512 მასწავლებელს
წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 172 მასწავლებელს
მენტორის სტატუსი მიენიჭა 19 მასწავლებელს
„ამ რაოდენობას ოქტომბრის თვეში კიდევ დაემატება 1 100 მასწავლებელი და მთლიანობაში 5 000-მდე მასწავლებელი გვეყოლება, რომლებმაც აიმაღლეს სტატუსი. გარდა ამისა, გვყავს 280 მასწავლებელი, რომლებმაც საგნობრივ გამოცდებზე დააგროვეს 10-10 კრედიტქულა და მათაც ასევე შეეცვლებათ სტატუსი".
მანანა რატიანის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნობრივ გამოცდებზე 1 346 მასწავლებელმა ნაწილობრივი (1,4,7) კრედიტქულა მოიპოვა.
„ჯერ არ ვიცით, მათგან რამდენია სტატუსის ცვლილებისთვის მზად. ოქტომბრის პირველ კვირას მათთვის სპეციალურად გავხსნით ვადებს, იმიტომ, რომ დაგვიანდა მათთვის კრედიტქულების მინიჭება და მათაც ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ სტატუსის ცვლილებაზე სკოლებმა," - განუცხადა რატიანმა "ნეტგაზეთს".