(რეზონანსი) "ტაქსის რეფორმა სრულიად ფასადურია და ეს გადაღებვაც თეთრ ფერზე, არის ფასადური", - ამის შესახებ საქართველოსტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ტაქსის გადაღებვა 1000-1500 ლარი ჯდება. ამას გარდა, ტაქსის მძღოლებისთვის არსებობსსხვა დანახარჯებიც, რაც საბოლოო ჯამში, ტაქსით მგზავრობის ღირებულებას გააძვირებს და ამ თანხების ამოღება მგზავრების ჯიბიდან მოხდება.
მესხიშვილის განცხადებით, შეცდომას უშვებს მერია, როცა დედაქალაქში ტაქსებისთვის ერთ ფერს აწესებს.მისივე თქმით, ქალაქში სრული სატრანსპორტო კოლაფსია, გადაადგილება ჭირს, ტაქსის გაძვირებისშემთხვევაში კი, ისინი
იძულებული იქნებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ.
„ტაქსის რეფორმა სრულიად ფასადურია და ეს გადაღებვაც არის ფასადური. ეს რეფორმა, როგორც მერიამდაგეგმა, რეალურად არაფრისმომცემია. მთავარი ის იყო, რომ ტაქსები ტექნიკურად ყოფილიყო გამართული,მოწესრიგებული. ეს ყველაფერი კი ადმინისტრაციულად მოგვარებულიყო. ჩემთვის ჯერჯერობითგაურკვეველია, სინამდვილეში რას ნიშნავს ტაქსებთან დაკავშირებით შეტევა. შეიძლება თბილისში თეთრმატაქსებმა იარონ, მაგრამ ჩვენთვის, მგზავრებისთვის შეიცვლება ერთი - ძვირად ვიმგზავრებთ თეთრიტაქსით", - განაცხადა მესხიშვილმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტაქსებთან მიმართებაშიახალი ვიზუალური სტანდარტი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება. კალაძის თქმით,მიღებულია გადაწყვეტილება
ტაქსის ფერთან დაკავშირებით, რომელიც თეთრი იქნება.