რეზონანსი
27.09.2018

 უმრავლესობის ლიდერი თალაკვაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ლონდონის სასამართლოში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ბინძურ პროვოკაციას უწოდებს. საუბარია "ომეგა ჯგუფის" სარჩელზე, რომლითაც კომპანიამ ლონდონის სასამართლოს მიმართა. "ეს ბინძური პროვოკაცია არ გაუვათ" - ამბობს თალაკვაძე.

როგორც კომპანიის ბრიტანელმა ადვოკატმა განაცხადა, ლონდონის სასამართლოს წინაშე თავის მართლება, ივანიშვილთან ერთად, გიორგი გახარიას, დიმიტრი ქუმსიშვილს, ნოდარ ხადურს, ლევან ყიფიანსა და ანზორ ჩუბინიძეს მოუწევთ.

საქმე ეხება აუდიოჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, რომ "ომეგა ჯგუფს" წილების გადანაწილებასა და თანხების ე.წ. ფონდში ჩარიცხვას სთხოვდნენ. ჩანაწერში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

​აუდიოჩანაწერის მიხედვით, თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი, "ქართულ ოცნებაში" მიდიოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×