რეზონანსი
27.09.2018

 რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაზე ორი პირი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებისას ერთ-ერთმა მათგანმა პოლიციის ავტომობილის საქარე მინა დააზიანა.

„თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ ჩადენილი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციული წესით 166-173 მუხლებით დაკავებულია ორი პირი: ნ.კ. და გ.ფ.

დაკავებისას გ.ფ.-მ დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომობილის საქარე მინა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187 მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×