რეზონანსი
26.09.2018

 ჟურნალისტი ელისო კილაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე აქცია უკვე პოლიტიკურია და ისინი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, რომ დღეს 9 საათზე მათ შეუერთდნენ.

ელისო კილაძემ ასევე საპარლამენტო პარტიებს მოუწოდა, რომ დაიწყონ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა. 

"შვილმოკლული მამების და საორგანიზაციო ჯგუფის სახელით, შემიძლია განვაცხადო, რომ ამ წუთიდან საქართველოს პარლამენტის წინ ვუხმობთ და ვთხოვთ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვიდნენ და შემოგვიერთდნენ. აქცია ამ წუთიდან არის პოლიტიკური იმიტომ, რომ აღარ დარჩება სპეკულაციის საგანი ხელისუფლებას.  დღეს 9 საათზე ველოდებით ყველა პოლიტიკურ პარტიას.

ასევე მოვუწოდებთ საპარლამენტო პარტიებს დაუყოვნებლივ დაიწყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმპიჩმნტის პროცედურა", - განაცხადა კილაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×