რეზონანსი
26.09.2018

 (რეზონანსი) მსხვერპლით დასრულდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარია. თვითმხილველთა ინფორმაციით, ხუდადოვის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი მცირეწლოვანი დაიღუპა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×