რეზონანსი
26.09.2018

 (რეზონანსი) ხონი-სამტრედიის ეპარქიის მღვდელმსახურ დეკანოზ მამა ათანასე გარდაიცვალა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს.

მას მეუღლე 8 შვილი დარჩა.

"არ ვიცი რა დავწერო

გრცხვენოდეთ თქვენ ვინც საპატრიარქოში მისი მეუღლე არ შეუშვით მეუფემდე.

გრცხვენოდეთ სამტრედიის ეპარქიას....არც გაბედოთ დღეს მასთან შავი ჯიპებით მისვლა

გაბრაზებული ვარ? საშინლად ვბრაზობ.

მითხრეს,ის დრო მოვიდა რომ ყველამ თავის თავს მიხედოსო,რადგან თუ დაიწყე მისი დახმარება ხელს გიშლიან,გემუქრებიან,შეურაცყოფას გაყენებენ,ცხოვრებას გირევენ,არ ნებდები მაგრამ საბოლოოდ დაგვიანებულია ყველაფერი.

როგორი გულით მიხვალთ და დაიტირებთ მოძღვარს? ან გეწყინებათ კი?

რას აწრიალებთ ყველაფერსო,უბრალო მომაკვდავიაო..

არ უყვართ უბრალო ადამიანები

დიდება შენს სულს მამაო".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×