(რეზონანსი) რუსთაველის გამზირზე, სარალიძე-მაჩალიკაშვილის აქციისთვის განკუთვნილი კარვები პოლიციამ ჟურნალისტ ლაშა ბერულავასაც წაართვა. როგორც ბერულავა ამბობს, საპატრულო პოლიციის 7-8 თანამშრომელი მასთან მივიდა, ხელები გადაუგრიხა და წაართვა კარვები. ბერულავას თქმით, პოლიციას თავი არ წარუდგენია, არ უთქვამს მისთვის სახელი, გვარი წოდება, ისე ჩამოართვა კარვები.
აქციის მონაწილეები შს მინისტრისგან ითხოვენ ახსნა განმარტებას ვისი დავალებით და რის საფუძველზე არ აძლევს საპატრულო პოლიცია შვილმოკლულ მამებს კარვების გაშლის საშუალებას.
ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ კარვები, რომელიც პოლიციამ ბერულავას ჩამოართვა, გაზეთ "ქრონიკა+"-მა იყიდა და გამოცემის საკუთრებას წარმოადგენს.
რუსთავზელზე მიმდინარე აქციაზე, კარვების გაშლის საკითხს დღეს რამდენიჯერმე მოჰყვა დაპირიპსირება.