რეზონანსი
26.09.2018

 (რეზონანსი) თბილისში ტაქსისტების ნაწილს მანქანის თეთრად შეღებვა არ მოუწევს - ამის შესახებ განცხადება თბილისის სატრასპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუმა მუმლაძემ  გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მერის მიერ შემუშავებული პროექტით გათვალისწინებულია, რომ ტაქსზე მომუშავე მანქანები დაიყოფა ორ კატეგორიად A და B კატეგორიებად. A კატეგორია ვალდებული იქინება თეთრად შეღებოს მანქანა დ ის ისარგებლებს იმ შეღავათით რაც დაკავშირებულია ტაქსის ფირნიშნის უფასო გადაცემასთან და უფასო პარკირებასთან. B კატეგორიის ტაქსისტებს კი შეეძლებათ არ შეღებონ მანქანები დადგენილ ფრად თუმცა ისინი შეღავათებით ვერ ისარგებლებენ.

მამუკა მუმლაძის განცხადებით, ეს ეხება ძირითადად ტაქსის კომპანიაში მომუშავე ტაქსებს, რომლებიც ცენტრალურ ოფისს რაციებით უკავშირედებიან და მათთვის ტაქსის ფირნიშის განთავსება სავალდებულო არ არის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×