რეზონანსი
26.09.2018

 (რეზონანსი) დაახლოებით ერთი კვირის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში, ერთ ღამეში სამი ჭიშკარი მოიპარეს.

როგორც დეპუტატი, ემზარ თედორაძე აცხადებს, ქურდები, რომლებიც მეზობელი ჩოხატაურიდან იყვნენ, დაკავებულები არიან. მოპარული ჭიშკრებიდან კი ორი ჩხაიძეებს ეკუთვნოდათ, ერთი კი ნოზაძეების ოჯახს: „მე როგორც ვიცი მძარცველები დაკავებულები არიან. ვან-ზომლეთიდან იყვნენ თუ არ ვცდები. რამდენიმე პირი იყო. სამი ძარცვა მოხდა ერთ ღამეში, ორი ჭიშკარი ჩხაიძეების მოპარეს, რომელიც საყანე ფართობის იყო, მესამე ნოზაძეებს. მოკლედ, სამივე ჭიშკარი ერთ ღამეში მოიპარეს და სამივე იყო საყანე ფართობებზე"-აცხადებს თედორაძე.

წყარო: ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×