რეზონანსი
26.09.2018

 (რეზონანსი) გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონია. მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარაზე, ქართველი მოჭიდავე კოკაური დაამარცხა. ქართულ ორთაბრძოლას ბაქოში რუსი არბიტრი მსაჯობდა.

შეგახსენებთ, რომ გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალამდე სამი ბრძოლა მოიგო. დღის პირველ შეხვედრაში მან რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა, მეორე დაპირისპირებაში კი უკრაინელ იაკივ ხამოს აჯობა.

დრამატული გამოვიდა მეოთხედფინალი, რომელშიც გურამი ჰოლანდიელ როი მაიერს შეხვდა. თუშიშვილმა ორთაბრძოლა დამატებით დროში შესრულებული გდებით მოიგო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×