რეზონანსი
26.09.2018

ცოტა ხნის წინ, მწე­რალ­თა სახ­ლში ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, ნო­დარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლის, წიგ­ნის "ავი მუ­სა­ი­ფის" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნი, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც მეფე ერეკ­ლე მე­ო­რის ხმალ­ზე არ­სე­ბუ­ლი წარ­წე­რი­დან არის აღე­ბუ­ლი, ქარ­თლ-კა­ხე­თის მე­ფის, პა­ტა­რა კა­ხის, ეპო­ქას ასა­ხავს.

ნო­დარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფსევ­დო­ნი­მით წერ­და და ბევ­რმა არ იცის, რომ ის ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, ნო­დარ დუმ­ბა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლია. ავ­ტო­რი "ავი მუ­სა­ი­ფის" პრე­ზენ­ტა­ცი­ას არ დას­წრე­ბია. მისი ცხოვ­რე­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია და მხო­ლოდ ძალ­ზედ ახ­ლობ­ლებ­მა იცი­ან, სად იმ­ყო­ფე­ბა. მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და "კა­ნო­ნი­ერ ქურ­და­დაა" მო­ნათ­ლუ­ლი.

მწერლის ქალიშვილი ქე­თე­ვან დუმ­ბა­ძე 33 წლის ვა­ჟის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­ფა­რულ ცხოვ­რე­ბა­ზე "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს:

"უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სად?! მიგ­ზავ­ნის და მე გა­მოვ­ცემ. ეს უკვე მისი მე­ხუ­თე წიგ­ნია. კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ასეთ წიგ­ნებს წე­რენ?! ეს არის პა­სუ­ხი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. ფსევ­დო­ნი­მით წერა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­მალ­ვას არ ნიშ­ნავს. მას არ უნ­დო­და, რომ მის­თვის ვინ­მეს შე­ღა­ვა­თი გა­ე­წია, რო­გორც ნო­დარ დუმ­ბა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის­თვის, ამი­ტო­მაც მო­ი­გო­ნა ფსევ­დო­ნი­მი. რო­დე­საც აღარ დამ­თავ­რდა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ სხვა გზას ადგა, თა­ვი­სი სა­ხე­ლი და გვა­რი და­ა­წე­რა წიგნს. ნო­და­რი ძა­ლი­ან კე­თი­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე შვი­ლია. მე­უღ­ლე და 5 წლის ვაჟი ჰყავს..." - ამბობს ქეთევან დუმბაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×