რეზონანსი
26.09.2018

 (რეზონანსი) ქვემო ქედაში მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობიდან", მერის წარმომადგენელს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

როგორც ავთანდილ ხალხელაური აცხადებს, ინციდენტს ადგილი დღეს, სოფლის მოსახლეობასთაბ შეხვედრისას ჰქონდა. იგი მერის წარმომადგენელს წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

ხალხელაური აცხადებს, რომ ის ქვემო ქედაში ადგილობრივების თხოვნით ჩავიდა, რადგან გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, სოფლის ნაწილს წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნათ. დეპუტატის განმარტებით, ის მერის წარმომადგენელმა ადგილობრივების წაქეზებაში დაადანაშაულა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი ჰკრა. ხალხელაურმა რეაგირებისათვის არხილოსკალოს პოლიციას უკვე მიმართა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×