რეზონანსი
26.09.2018

 (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, პოლიტოლოგი გია ხუხაშილი გამოეხმაურა. ხუხაშვილი ურჩევს ირაკლი კობახიძეს, გადახედოს საკუთარ თანაგუნდელებს, რომლებიც იმ პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებდნენ.

ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ 2011 წლამდე, როცა ქვეყანაში ყველაზე მძიმე მოვლენები ვითარდებოდა, როცა „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ იბრძოდა ირინა ენუქიძე და შემდგომ სალომე ზურაბიშვილი, მაშინ გიორგი მარგველაშვილი აბსოლუტურად ჩუმად იყო.

„ალბათ იმ ბუჩქებიდან, რომელშიც თვითონ იმალებოდა, ცუდად ჩანდა მარგველაშვილი რას აკეთებდა იმ პერიოდში. ის იყო საკმარისზე მეტად კრიტიკული და ამის გამო მას ჰქონდა ბევრი პრობლემა. მისთვის ჩვეული კომკავშირული სტილია, კლასიკური უტიფრობა, როდესაც შეუძლია ნებისმიერი ტყუილი, ნებისმიერი სისულელე თქვას და იმედი აქვს, რომ ვიღაცას მაინც აჭმევს ამ ყველაფერს, აი ეს არის კობახიძის ქცევის სტილი. კობახიძემ ჯობია თავის სამეგობროს გადახედოს, ისინი სად იყვნენ იმ პერიოდში, მდინარაძე, ზარდიაშვილი და სხვები, ისინი წინა ხაზზე იყვნენ სააკაშვილის განუკითხაობაში",-განაცხადა ხუხაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×