რეზონანსი
26.09.2018

 (რეზონანსი) გირჩი ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა". ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" ლიდერი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი, მისი აზრით, აბსურდული რეგულაციების მოთხოვნებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის და წარმომადგენლის მხრიდან.

„დავითაშვილი, ინაშვილი, მოროშკინა ითხოვენ კონსტიტუციით აიკრძალოს თვითდაზიანება და თვითდეგრადაცია. ენმ და 64 სხვა პარტია ითხოვენ კონსტიტუციით აიკრძალოს ნებისმიერი მცენარის კულტივაცია, რომლისგანაც შეიძლება დამზადდეს ნარკოტიკი, საპატრიარქო ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია. გირჩი ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა 1 სანტიმეტრზე მეტ მანძილზე, და დაშვებული იყოს მხოლოდ საკუთარ სახლში, ისიც მხოლოდ მოზარდების არყოფნის პირობებში", - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×