(რეზონანსი) რუსთაველის გამზიზრე, პარლამენტის წინ შვილმოკლული მამაების პროტესტი გრძელდება. დღეს ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას და გარკვეულ ინციდენტს ზაზა სარალიძესა და სამართალდამცავებს შორის.
სარალიძის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მისი პირადი ნივთები და კარავი წაიღეს.
პარლამენტის წინ კი ამ წუთებში იმყოფება მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელიც შვილმკვდარ მამებს სოლიდარობას უცხადებს.
"ყველა ვალდებულია, აქ თუ არ გაქვთ იმის დრო, რომ იდგეთ, ერთხელ მაინც გამოიაროთ დღის განმავლობაში იმიტომ, რომ აქ არის გაუთავებელი პანაშვიდი. არა მარტო შვილმკვდარი მამების, არამედ საქართველოს პანაშვიდი, რომ სამართალ გარდაიცვალა. სანამ თქვენ სახლში მოვა უბედურება მობრძანდით და მიუსამძიმრეთ ამ ხალხს" - განაცხადა ბურჭულაძემ.