რეზონანსი
26.09.2018

 (რეზონანსი) სდსს-ს შესახებ კანონში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ მაგალითად, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს სდსს-ს მომსახურება შეუწყდება- განაცხადა სდსს-ს ხელმძღვანელმა საპროცედურო კომიტეტში, სდსს-ს შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის წარდგენისას

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა გავრცელდება თუ არა კანონი ყოფილ პრემიერებზე, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილზე

ანზორ ჩუბინიძის განმარტებით, ღარიბაშვილს დაცვით უზრუნველყოფის მომსახურება შეუწყდება, ვინაიდან ის ერთ წელზე დიდი ხნის წინ გადადგა პრემიერის პოსტიდან და საჭიროების შემთხვევაში მთავრობა იმსჯელებს, გაუგრძელდეს თუ არა მას დაცვით მომსახურობა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×