რეზონანსი
26.09.2018

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, თბილისის მერიის დადგენილებას გამოეხმაურა, რომელიც საზღვრავსთბილისსში ტაქსის ფერს.

"თბილისის მერიამ დაადგინა, რომ მომავალი წლის ოქტომბრიდან ყველა ტაქსი თეთრად უნდა გადაიღებოს. ესდაახლოებით 50 მილიონი ლარი დაჯდება.

თუ მანქანების გარეგნულ სახეზე ზრუნავენ, ვის გაუგია, რომ ასე ერთბაშად აიძულო ყველა ტაქსის მძღოლიამოდენა ხარჯები გაიღოს. ან საიდან ეს ფული? ეტაპობრივად უნდა გაკეთებულიყო, ვთქვათ სამი წლისგანმავლობაში.

უკვე დაიწყეს ალბათ მერიაში თეთრი საღებავების ბიზნესის აწყობა" - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, თბილისის მერიამ განაცხადა, რომ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში სავალდებულოიქნება, დედაქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი თეთრი ფერის იყოს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×