(რეზონანსი) დედაქალაქის მერიამ „თბილისობა 2018"-სთვის ის ადგილები შეარჩია, სადაც გარევაჭრობა ნებადართული იქნება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობისდღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ადგილები იქნება:
ჩუღურეთში - ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორია;
სამგორში - ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორია;
გლდანში - ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებული სივრცე;
დიდუბეში - სტანისლავსკის ქუჩაზე, „დიდუბე პლაზას" მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დიღმის მასივში, პაიჭაძისქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე ტერიტორია.
საბურთალოზე - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;
ვაკეში - გეგეშიძის ბაღი.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე საკუთარი პროდუქციის წარმოდგენის საშუალება ნებისმიერ ადამიანსექნება.
„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროდუქცია ამ სივრცეში წარმოადგინოს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, აღნიშნულ ტერიტორიებზე შევიდნენ და თავიანთი პროდუქცია გაყიდონ", - განაცხადა კახა კალაძემ.
„თბილისობა" წელს, 6-7 ოქტომბერს გაიმართება.