რეზონანსი
26.09.2018

 (რეზონანსი)საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს „ავერსის" კლინიკაში გადაიყვანეს. მას ადვოკატების მოთხვნის შესაბამისად, გამოკვლევები ჩაუტარდა.

როგორც ცნობილია ვანო მერაბიშვილმა უკვე დატოვა „ავერსის" კლინიკა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გამოკვევები ჩაუტარდა ვანო მერაბიშვილს.

24 სექტემბერს პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ცნობა, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამავე დღეს ცნობილი გახდა მერაბიშვილი დიაგნოზიც. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში უწყებამ დაწერა, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ივანე მერაბიშვილის დიაგნოზი მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ის თავად მსჯავრდებულის ადვოკატებმა გახადეს საჯარო და უფრო მეტიც, დაიწყეს როგორც პატიმრის ოჯახის, ასევე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მსჯავრდებულის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი მოინახულა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მიტროპოლიტმა თქვა, რომ მერაბიშვილი კმაყოფილია ჯანდაცვის სერვისების მიწოდებით.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა დანაშაულებებზე ედავება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 20 ნოემბერს შეიტანა. 2016 წლის 14 ივნისს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და მერაბიშვილის მიმართ ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. მერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ 5 ათასი ევრო გამოყო.

ყოფილი მინისტრის პრეტენზიებიდან ერთ-ერთი, საკნიდან მის უკანონო გაყვანას უკავშირდება.

2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×